შეიძლება თუ არა 19 გრადუსიანი კუთხის 19 ტოლ ნაწილად გაყოფა სახაზავისა და ფარგლის გამოყენებით? თუ შეიძლება დაწერეთ როგორ... tu cxovrob, giyvars kidec!..
იმ დაშვებით, რომ 19 გრადუსიანი კუთხე უკვე გვაქვს უნდა ავიღოთ ფარგალი და შემოვხაზოთ წრეწირი, რომლის ცენტრი იქნება ამ კუთხის წვერი. 19 გრადუსიანი კუთხით მიღებული რკალი ისევ იმავე ფარგლით მოვზომოთ და დავიწყოთ რკალების მონიშვნა. მე-19-ე რკალი საწყის რკალს გადაცდება 1 გრადუსით, რადგან 19X19=361-ს, ხოლო წრე 360 გრადუსიანია. ანუ 19 გრადუსიანი კუთხეში გამოვყავით 1 გრადუსი. ისევ ფარგლით მოვზომოთ მიღებული პატარა რკალი და 19-ჯერ გადავზომოთ პირვანდელი კუთხის რკალზე. მიღებული წერტილები სახაზავით შევაერთოთ წრეწირის ცენტრთან