[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » თეორიები » თეორიები ალგებრაში » მატიანე (საანგარიშოდან პერსონალურ კომპიუტერამდე)
მატიანე (საანგარიშოდან პერსონალურ კომპიუტერამდე)
Skinnerთარიღი: ოთხშაბათი, 11.03.2009, 10:01 | შეტყობინება # 1
სერჟანტი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 13
სტატუსი: Offline
ისტორია

ამ სტატიაში განხილული იქნება ფაქტები, მნიშვნელოვანი მოვლენები, თეორიული მოსაზრებები... ყველაფერი საანგარიშოდან პერსონალურ კომპიუტერებამდე, რა გზა გავიარეთ... რამდენი საუკუნე დაგვჭირდა და რას მივაღწიეთ...
ჩ.წ.ა 3000 წელს ძველ ბაბილონში გამოიგონეს პირველი საანგარიშო - აბაკი

409-325 წწ-ებში დიოფანტემ შემოიღო ხმარებაში ტოლობის ნიშანი და პირველად გამოიყენა ალგებრის სიმბოლური ენა,
ხოლო უკვე 384-322 წწებში არისტოტელემ დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკის განვითარებაში და საფუძველი ჩაუყარა მათემატიკურ ლოგიკას,

ჩ.წ.ა 300 წელს ევკლიდემ უძველეს მათემატიკურ წიგნში "ელემენტები" განახორციელა რიცხვთა თეორიის სისტემატური აღწერა.

850 წელს არაბმა მეცნიერმა ალ-ხორეზმიმ, რომლის წიგნის "კიტაბ ალ-დჯებრ" სახელწოდებამ მისცა სახელი მეცნიერებას ალგებრა, შემოიღო ალგორითმის ცნება. მანვე პირველმა გამოიყენა თვლის ათობითი სისტემა...

1457 წელს გუტენბერგმა გამოიგონა საბეჭდი დაზგა.

გაგრძელება იქნება,,, ეს ისაა რაც დღეს მოვასწარი და ბარემ გამოვაქვეყნა, თქვენც ნელნელა წაიკითხავთ,, მერე ერთად შევკრათ math! smile

მუდამ თქვენი გიგია... happy

დამატებულია (11.03.2009, 10:01)
---------------------------------------------
1614 წელს შოტლანდიელმა მათემატიკოსმა ჯონ ნეპერმა გამოიგონა ლოგარითმების ცხრილი, რომელიც აღწერა ნაშრომში "ლოგარითმების საოცარი ცხრილის აღწერა".

1622 წელს ინგლისელმა ვილლია ოტრედმა შექმნა მართკუთხა საანგარიშო ლოგარითმული სახაზავი.

1642 წელს ფრანგმა მეცნიერმა ბლეზ პასკალმა შექმნა საანგარიშო მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო ათობითი რიცხვების შეჯამება.

1673 წელს გერმანელამაფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა გოტფრიდ ლაიბნიცმა ააგო "საფეხურებიანი გამომთვლელი" - გამომთვლელი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო ოთხივე არითმეტიკული ოპერაციის შესრულება ორობით რიცხვებზე.

1833 წელს ინგლისელმა მათემატიკოსმა ჩარლზ ბებიჟმა პირველმა გამოთქვა იდეა პროგრამულად მართვადი გამომთვლელი მანქანის შესახებ. მან შექმნა ანალიტიკური მანქანა, რომელიც ავტომატურად ასრულებდა სპეციალურ პერფობარათებზე ჩაწერილ ინსტრუქციებს. სხვათა შორის პირველ პროგრამისტად აღიარებულ იქნა ჯორჯ ბაირონის ქალიშვილი ადა ლავლეისი. რომელმაც შექმნა ამ მანქამისთვის პროგრამები,,,

გაგრძლება იქნება....


Hacking For Life!

შეტყობინება შეასწორა Skinner - სამშაბათი, 10.03.2009, 09:14
 
mathთარიღი: ოთხშაბათი, 11.03.2009, 13:16 | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 128
სტატუსი: Offline
SG!!!!!!! wink

-__SMOG__-
 
ფორუმი » თეორიები » თეორიები ალგებრაში » მატიანე (საანგარიშოდან პერსონალურ კომპიუტერამდე)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: