იტოკში, აქ ვწერთ ისეთ ამოცანებს რასაც შეიძლება ანგარიში არ დაჭირდეს მაგრამ ტვინი ნამდვილად ჭირდება.
დავიწყებ მე:
ე.ი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ხელმწიფე, ყავდა სამი ვაზირი. გადაწყვიტა ხელმწიფემ რომ გაერკვია რომელია ამათგან ყველაზე ჭკვიანი. და ჩაუტარა ასეთი გამოცდა:
ისინი დასვა მწკრივში ისე რო ერთმანეთის თავებს უყურებდნენ. ანუ როგორც ავტობუსში ზიან ადამიანები. ბოლო ხედავდა წინა ორის თავს, შუა ხედავდა მხოლოდ წინას და პირველი საერთოდ ვერცერთს ვერ ხედავდა.
მეფემ მათ აუხსნა რომ ის აიგებდა 5 ქუდს რომელთაგან 2 იყო თეთრი და 3 წითელი, და დაახურავდა მათ ისე რომ ისინი ამ პროცეს ვერ დაინახავდნენ,და ვინც პირველი გამოიცნობდა ზუსტად იმ ფერს რაც მას ეხურა ის გახდებოდა მეფის რჩეული. ანუ ვერ დაინახავდნენ რა ფერის ქუდს ახურავენ. მეფემ ჩაყარა ეს ქუდები ტომარაში, აურია და დახურა სამივეს.
P.S. სცენა ეგეთია, რო ბოლო ხედავს ცინა ორს რა ფერის ქუდები ახურავთ, შუა ხედავს რა ფერის ქუდი ახურავს, პირველს, და პირველი ვერცერთს ვერ ხედავს.
გადის დრო, სიჩუმეა, კიდევ გადის დრო, ხმას ისევ არავინ იგებს, გადის კიდე დრო და სულ პირველი ვინც იჯდა, ანუ ის ვინც ვერცერთს ვერ ხედავდა, მან წამოიყვირა მე ასეთი ფერის ქუდი მახურავს და იგი მართალიც აღმოჩნდა.
ახსენით: რა ლოგიკით გამოიცნო პირველმა ვაზირმა ქუდის ფერი და რა ფერი ეხურა მას.
გისურვებთ წარმატებას
P.S. თუ ძააან გაჭირდა ამოხსნა მინიშნებებსაც მოგცემთ, მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა იყოს ეგ საჭირო.